Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - პოლ ვერლენ / galaktion tabidze - pol verlen - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გალაკტიონ ტაბიძე - პოლ ვერლენ / galaktion tabidze - pol verlen


1:09 PM
გალაკტიონ ტაბიძე - პოლ ვერლენ / galaktion tabidze - pol verlen


მოგონებაო, რად აღვივებ კვლავ გულში ღუმელს?
შემოდგომის დღე ინახავდა მწუხარე დუმილს.
ჰქროდა ყორანი და სინათლის შუქი პიტალო
ველს ეცემოდა სევდიანი და მოყვითალო.

ჩვენ მივდიოდით, ვით ოცნება სიზმარეული,
მას თმები ჰქონდა ჩამოშლილი და არეული -
და სპეტაკი ხმით უცებ მკითხავს ქალი ციერი -
თუ ქვეყანაზე როდის ვიყავ მე ბედნიერი?

ამ უცხო ხმაზე, მოფენილზე მრეკავ სიმებით -
ფრთხილით და ჩუმით ვუპასუხე მე გაღიმებით.
უნაზეს ხელებს საკოცნელად კვლავ მივაგენი -

რა მაგიურად სუნნელებდი, ვარდო პირველო.
რა ანგელოსურ ინაზებდი, ხმავ საკვირველო,
ოდეს სიყვარულს სჩურჩულებდენ მისნი ბაგენი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0