Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი! / shota nishnianidze - sheib makhvili! - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი! / shota nishnianidze - sheib makhvili!


12:58 PM
შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი! / shota nishnianidze - sheib makhvili!


ჰაუ,რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ,რა მზეა!
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!
მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.

შენც არ დაგბანგოს... არ ჩაგთვლიმოს... სულ იმას ვშიშობ,
ჩემო მამაცო,მშვენიერო,ამაყო ჯიშო,
შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,
ოღონდ ფუნჯი და ნამგალია შენი მახვილი.

ეძინოს მტრობას,შუღლს ეძინოს... ეძინოს მითებს,
ეძინოს წარსულს,უფრო დიდი წარსულის კლიტეს, -
არა შენს სინდისს,არა შენს სულს,არა შენს ხსოვნას,
არა შენს იმედს,შენს ჭრილობებს - დიდებულს ყოვლად.

ქართველმა კაცმა,მეციხოვნემ და მევენახემ
შენი სიმდიდრით,სილამაზით რომ შეინახე,
ადგა,სიტყვაში გადაგმალა,სიტყვაში ჩაგსვა,
მტერმოძალებულს რაკი მაინც არ ჰქონდა სხვა გზა.

მხოლოდ ქართველმა კაცმა უწყის ღმერთის წინაშე,
რა სილამაზე,რა განძი ძევს ქართულ სიტყვაში.
დღეა თუ ღამე - მე გიღვიძებ სიხარულს,ტკივილს,
თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:

არ ჩაგეძინოს,არ ჩაგთვლიმოს,შეიბ მახვილი,
შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი, -
ოღონდ ფუნჯი და ჩაქუჩია შენი მახვილი,
შეიბ მახვილი!
შეიბ მახვილი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1074 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0