Загрузка...
მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში / mirza gelovani - chems mitsur qokhshi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში / mirza gelovani - chems mitsur qokhshi


1:08 PM
მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში / mirza gelovani - chems mitsur qokhshi


ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თავისებურად ხმას აუჩვილებს.

ო, რა თქმა უნდა, შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.

მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სუფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.

ვარ გათენება მთაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ახოებს,
როგორც ოცნება, როგორც წარსული,
ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.

და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში
უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,
ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,
რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1111 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0