Загрузка...
გიორგი გაბაიძე - წამის ტუსაღი / giorgi gabaidze - tsamis tusaghi - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - წამის ტუსაღი / giorgi gabaidze - tsamis tusaghi


4:48 AM
გიორგი გაბაიძე - წამის ტუსაღი / giorgi gabaidze - tsamis tusaghi


ამ სისხლის ძარღვებს, სიცოცხლის სხივებს,
მუზები გრძნობით ასაზრდოებენ,
სიწითლედ ასხმულ ბურთების მძივებს,
დროში ხორცშესხმულ ლექსად ტოვებენ.

აღტაცებაში გაყინულ თრთოლვას,
ჩამოათოვებს მტვერი ვანილის,
იგრძნობ ცოდვილი სიამედ ოლარს...
მსუბუქ ჟრუანტელს ადრენალინის.

გული მიფეთქავს როგორაც ჭურვი,
და მისველდება ცრემლით ღაწვები,
ვცდილობ არასდროს არ გავიკურნო,
მუზის საწოლში როცა ჩავწვები.

ეხება ბაგე სიკვდილის კოცნას,
ისე ცივსა და ისე უსახოს,
რომელიც ცდილობს მოგწყვიტოს ლოცვას,
და მის სივრცეში დაგატუსაღოს.

გეძახი - გესმის, გიღიმი - მხედავ,
როგორ განვიცდი სიხარულს ამოდ,
ზეცა თუ მიწა?! კითხვას ვერ ვბედავ...
"ლაზარე აღზდეგ"!.. "ლაზარე გამო"!..

სუნთქვას და ჰაერს, დუმილს და კივილს,
იგრძნობ შეხებად, - როგორც დანის წვერს,
და თითის წვერში შეგრძნებულ ტკივილს,
პოეტი ლექსად აორგანიზმებს.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1181 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0