Загрузка...
თამარ გაბროშვილი - IX განზომილება / tamar gabroshvili - IX ganzomileba - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 7:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » თამარ გაბროშვილი - IX განზომილება / tamar gabroshvili - IX ganzomileba


4:49 AM
თამარ გაბროშვილი - IX განზომილება / tamar gabroshvili - IX ganzomileba


ნუ გამიწყრები, თუ აღმაფრენას
მსურს მივაწიო შენი სახელი,
რადგან უიღბლოდ შობილი გრძნობა
სულაც არა ჰგავს ცოდვას გამხელილს.
სულ სხვა სამყაროს ფერად მაქციე,
შენთან უშენოდ ყოფნას დავჯერდი,
ასე, უბრალოდ დავიმსახურე
ჩემი ცხოვრების ჯილდოც, სასჯელიც.
თუ დამანახვე ამ ზეცის იქით
ციცქნა კუნძული, ჩანჩქერიანი,
მაინც აგვიყვანს ბოლოს მე და შენ
იქ ბედისწერის ბორბლის ტრიალი,
სად სანუგეშო ცხოვრების წამი
ითვლის უთვალავ საუკუნეებს
და სენად შეგყრის თვით სულზე უტკბესს _
სიყვარულს, მარად განუკურნებელს.
უცხო ფრინველნი გალობენ ირგვლივ
და შენ იდუმალ მიმღერი სოლოს
და იმ სიცოცხლეს, რომ მაზიარებ,
ვგრძნობ, არასოდეს ექნება ბოლო.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0