Загрузка...
ვალერიან გაფრინდაშვილი - დაისი / valerian gafrindashvili - daisi - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » ვალერიან გაფრინდაშვილი - დაისი / valerian gafrindashvili - daisi


4:52 AM
ვალერიან გაფრინდაშვილი - დაისი / valerian gafrindashvili - daisi


კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.

და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს....
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი).
ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,

რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი,
და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები,
ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0