Загрузка...
უილიამ შექსპირი - 3 სონეტი / william shakespeare - 3 sonnet - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » უილიამ შექსპირი - 3 სონეტი / william shakespeare - 3 sonnet


5:04 AM
უილიამ შექსპირი - 3 სონეტი / william shakespeare - 3 sonnet


სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.
ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.
დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.

უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.

Look in thy glass, and tell the face thou viewest
Now is the time that face should form another;
Whose fresh repair if now thou not renewest,
Thou dost beguile the world, unbless some mother.
For where is she so fair whose unear'd womb
Disdains the tillage of thy husbandry?
Or who is he so fond will be the tomb
Of his self-love, to stop posterity?
Thou art thy mother's glass, and she in thee
Calls back the lovely April of her prime:
So thou through windows of thine age shall see
Despite of wrinkles this thy golden time.

But if thou live, remember'd not to be,
Die single, and thine image dies with thee.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0