Загрузка...
უილიამ შექსპირი - 4 სონეტი / william shakespeare - 4 sonnet - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 5:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » უილიამ შექსპირი - 4 სონეტი / william shakespeare - 4 sonnet


5:05 AM
უილიამ შექსპირი - 4 სონეტი / william shakespeare - 4 sonnet


ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია,
რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!
მშვენიერება საკუთრება რატომ გგონია?
მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.
ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,
რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვნა ბუნებამ!
ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ,
როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბრუნება!
თავადვე გწამლავს უსარგებლო ვაჭრობის შხამი,
საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას,
მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამი
და, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას.

უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,
მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება.

Unthrifty loveliness, why dost thou spend
Upon thyself thy beauty's legacy?
Nature's bequest gives nothing but doth lend,
And being frank she lends to those are free.
Then, beauteous niggard, why dost thou abuse
The bounteous largess given thee to give?
Profitless usurer, why dost thou use
So great a sum of sums, yet canst not live?
For having traffic with thyself alone,
Thou of thyself thy sweet self dost deceive.
Then how, when nature calls thee to be gone,
What acceptable audit canst thou leave?

Thy unused beauty must be tomb'd with thee,
Which, used, lives th' executor to be.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0