Загрузка...
უილიამ შექსპირი - 11 სონეტი / william shakespeare - 11 sonnet - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » უილიამ შექსპირი - 11 სონეტი / william shakespeare - 11 sonnet


2:15 PM
უილიამ შექსპირი - 11 სონეტი / william shakespeare - 11 sonnet


დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოიქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყანას ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.

As fast as thou shalt wane, so fast thou growest
In one of thine, from that which thou departest;
And that fresh blood which youngly thou bestowest
Thou mayst call thine when thou from youth convertest.
Herein lives wisdom, beauty and increase:
Without this, folly, age and cold decay:
If all were minded so, the times should cease
And threescore year would make the world away.
Let those whom Nature hath not made for store,
Harsh featureless and rude, barrenly perish:
Look, whom she best endow'd she gave the more;
Which bounteous gift thou shouldst in bounty cherish:
She carved thee for her seal, and meant thereby
Thou shouldst print more, not let that copy die.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1248 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0