Загрузка...
თემურ ელიავა - გაუგზავნელი წერილი / temur eliava - gaugzavneli tserili - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » თემურ ელიავა - გაუგზავნელი წერილი / temur eliava - gaugzavneli tserili


4:33 AM
თემურ ელიავა - გაუგზავნელი წერილი / temur eliava - gaugzavneli tserili


ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ,
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ,
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეტ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეტ ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დამრჩა უთქმელი და სამახსოვრო
ახლა მინდა გაგიმხილოტ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ
აი სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო ყველაფერს რომ მპატიობდით?
ეხლა კიდე ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ, უკანასკნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოთ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1271 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0