Загрузка...
ნუგო გვენეტაძე - არარსებული სიყვარული / nugo gvenetadze - ararsebuli sikvaruli - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » ნუგო გვენეტაძე - არარსებული სიყვარული / nugo gvenetadze - ararsebuli sikvaruli


4:34 AM
ნუგო გვენეტაძე - არარსებული სიყვარული / nugo gvenetadze - ararsebuli sikvaruli


ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.

ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.

მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.

ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…

ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1190 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0