Загрузка...
მირიან აზნაური - ჰე, კახეთო / mirian aznauri - he, kakheto - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » მირიან აზნაური - ჰე, კახეთო / mirian aznauri - he, kakheto


4:35 AM
მირიან აზნაური - ჰე, კახეთო / mirian aznauri - he, kakheto


ხორბლის ყანა,
ოქროს ყანა,
მზე მიწად
რამ ჩაიყვანა!
ნორჩი ვაზი,
მწვანე ვაზი,
ოჰ,რა უხვი,
რა ლამაზი!
დიდი თუთა,
შავი თუთა
სიცხისაგან
გაითუთქა.
ვრცელი ველი,
მწვანე ველი,
საოცნებო,
სანატრელი.
დიდნი მთანი,
ლურჯნი მთანი,
დაბლა ვერცხლი
-ალაზანი.
გატოტვილი,
წვრილი ტანი
ლოყა ბავშვისა
-ატამი!
ახამხამებს
ზეცა თვალებს,
დაიყუდებ ცას
და დალევ!
ქედი მთათა,
ჯაჭვი ხეთა,
მზე ყანაში
ჩაიღვენთა.
არ გაქვს ბოლო,
ჰე,კახეთო,
ოთხივ მხარეს
რომ გახედო.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1281 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0