მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » თათა გულიკაშვილი - ცხოვრება ღირდა... / tata gulikashvili - ckhovreba ghirda
4:37 AM თათა გულიკაშვილი - ცხოვრება ღირდა... / tata gulikashvili - ckhovreba ghirda
ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს,
დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა..
წვიმის წვეთები გაყინულ თითებს
წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..
ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს,
ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა,
ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს,
საოცარია…სიცოცხლე მინდა..
ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს,
რომ დაეშვება ფანტელი ციდან,
რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს
აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..
ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს,
მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა,
ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს,
საოცარია..ღიმილი მინდა..
ჩვენ ეს სიცოცხლე ისე დაგვითმეს,
რომ დაგვიტოვეს ყოველი წმინდა,
თუ აღარ დარჩა მტვერი ამ თითებს
მაშინ კი ვიტყვი..სიკვდილიც ღირდა..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1250 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|