Загрузка...
გიორგი გაბაიძე - სიტყვავ სულის არტოებავ / giorgi gabaidze - sitkvav sulis artoebav - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - სიტყვავ სულის არტოებავ / giorgi gabaidze - sitkvav sulis artoebav


4:38 AM
გიორგი გაბაიძე - სიტყვავ სულის არტოებავ / giorgi gabaidze - sitkvav sulis artoebav


“არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.

გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
გაცივებულ საცეცხლურში დანაცრული უსაკმევლოდ,
ხანაც უნდა მაწიოკო, დააფასებს დრო ამ წიოკს,
ხანაც შემისისხლხორცო და ხანაც შემილექსისმრევლო.

რაც გადიდე ყოვლიერით - ყოველივე ამინ იყოს!
ბაირაღზე დამაგრებულ ზანზალაკის მელოდიად,
დარჩენილო სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ,
ქრისტესავით ნალახვრალო საფეშხუმე ევლოგიავ.

რწმენით რჯულში მომზირალო, დასაბამის – დასასრულით,
სისხლძარღვებში თავანკარად მორაკრაკევ და მტკივანო,
ეგვიპტეში მამელუქის სახესავით დაშაშრულო,
აფხაზეთო, სამაჩაბლოვ, კლარჯეთო და გურჯისტანო.

აქამდე რომ მოგიტანეს სიმღერად და მომატირეს,
ემკურნალე და ოქროსფრად ჩაეხვიე ხორხში ხელტარს,
როგორც ვაზი ჭიგოსა და ჭვარტლი ოდის დედა დირეს,
დედაბოძს რომ ენა ჰქონდეს რამდენ ტკივილს გაგვიმხელდა.

არ ეშვება ქარი მაინც, ამ ლერწამს და იმ კვიპაროსს,
დევიზია არდანდობა, - გეენური - ძველ-დენდური!
რადგან ლერწიც არ გაუსხლავს, მტკაველიც არ დაუბარავს,
დამჭკნარია სათნოება მასში სამოთხ-ედემური.

მორევია პონტოსი, თუ სიტყვა - ლაზურ-ლაჟვარდული,
მომრევია სნეულება შენეული პანდემიით,
სადაც წავალ - შებოჭილი, შეშლილი და გაბაწრული,
დამინდონ და არ ამოგჭრან ამ ხორხიდან გლანდებივით.

მირჩევნია სოფლის ბოლოს ნენეს გულზე მძივად ება,
ბაბას ყელის ძარღვზე ჭექდე არა-სალიტერატუროდ,
“არცა განგცეთ სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო!




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0