Загрузка...
გიორგი გაბაიძე - სულების გასეირნება ანუ 1+1=1 / giorgi gabaidze - sulebis gaseirneba anu 1+1=1 - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - სულების გასეირნება ანუ 1+1=1 / giorgi gabaidze - sulebis gaseirneba anu 1+1=1


4:40 AM
გიორგი გაბაიძე - სულების გასეირნება ანუ 1+1=1 / giorgi gabaidze - sulebis gaseirneba anu 1+1=1


(მამა პეტრე კვარაცხელიას)

უცებ რა მხსნელივით გამოჩნდი მამაო,
ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე,
(რომელსაც სულიერს ვუწოდებ ამაოდ,)
ნარჩევი კუნჭული იქ თქენთვის გადავდე.

და ალბათ ამიტომ მოიჭრა ის სული,
რომელიც ზეცისკენ ფიქრებს გაჰყოლია,
გვეყოფა ორივეს კელია, ფიცრული,
იების - მელანი, ფურცლად - მაგნოლია.

გვეყოფა ორივეს განცდების გარეშეც
მოვტაცოთ ქარიტებს უშრეტი იდეა,
ზენაა, კაცი, თუ მუზათა თარეში,
ზღვასავით ურჩი და კლდესავით მშვიდია...

გასცდება ნაპირებს, ხეობებს აჰყვება,
გათელავს ჟვავივით დანამულ საწუთროს,
ბავშვივით მორცხვი და ბავშვივით თავნება,
ეცდება ლაჟვარდიც რომ დაისაკუთროს.

და ორი სხეულის ერთი ნაკვალევი,
ნაპირბს მიჰყვება, ოღონდ არ - ეულად,
სულთა ნატეხები რაღაც საკრალურად,
შერწყმულან და ორნი ერთში არეულან.

ზეპურად ნარჩევი სავანე გადავდე,
(რომელსაც თქვენს მერე არ ქვია ამაო,)
ამ ჭურჭელს არავინ ავსებდა აქამდე,
„ოსანა“, მხსნელივით გამოჩნდი მამაო.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1095 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0