Загрузка...
გიორგი გაბაიძე - უშენო რეალობა / giorgi gabaidze - usheno realoba - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - უშენო რეალობა / giorgi gabaidze - usheno realoba


4:43 AM
გიორგი გაბაიძე - უშენო რეალობა / giorgi gabaidze - usheno realoba


ლოცვა გვირილას სკვნილზე
(თ უ ნ თ ა ს)

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს... და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად - ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, - ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, - შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად...!

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!...




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1216 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0