Загрузка...
გიორგი გაბაიძე - უყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - უყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


4:44 AM
გიორგი გაბაიძე - უყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს,
ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.

სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე,
ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, - უმალ,
როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს,
ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.

ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1117 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0