Загрузка...
გიორგი გაბაიძე - შენ ელი ... / giorgi gabaidze - shen eli ... - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - შენ ელი ... / giorgi gabaidze - shen eli ...


4:46 AM
გიორგი გაბაიძე - შენ ელი ... / giorgi gabaidze - shen eli ...


(თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,
და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.

შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?
ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,
ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი,
და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.

და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი,
შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -
თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი
ვით ციდან მოსული და უარყოფილი.

ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...
მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,
ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,
ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.

და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,
მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?!
ადიხარ გრძნობების მესამე ზეცაზე,
თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1168 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0