Загрузка...
გიორგი გაბაიძე - შუაღამე ... / giorgi gabaidze - shuaghame ... - 3 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 3 » გიორგი გაბაიძე - შუაღამე ... / giorgi gabaidze - shuaghame ...


4:47 AM
გიორგი გაბაიძე - შუაღამე ... / giorgi gabaidze - shuaghame ...


(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო -

ანუ წრე... ყოველთვის მსდევდა თან
სურვილი, როგორაც ფარვანებს...
სინათლე გაალღობს სევდას და
თვალებში სინესტედ ავანებს...

სხვა დილა სულ სხვა გათენებით,
სიფრთხილით ჩამაცვამს სამარეს,
და გაიჟღინთება ვენები
ბინდით, - ეს დუმილის ხმა არის.




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1084 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0