Загрузка...
მირზა გელოვანი - ცხრაკარა / mirza gelovani - ckhrakara - 5 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 5 » მირზა გელოვანი - ცხრაკარა / mirza gelovani - ckhrakara


6:02 PM
მირზა გელოვანი - ცხრაკარა / mirza gelovani - ckhrakara


ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რომ იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.
ციხეს მდუმარე დარბაზი ჰქონდა,
დამხობილი და უენო ზარი,
და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა
ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი.
მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი,
ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან
და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს.
მეგონა, ქარი უშორეს ზღაპრად
მომახარებდა რამეს საოცარს,
მიმასწავლიდა თამარის საფლავს
და დაუწერელ „ვეფხისტყაოსანს“...
მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს,
ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე,
ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო
და მტკივნეულად ოხრავდა ციხე.
ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე.
1938 წელი,
თიანეთი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1399 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0