Загрузка...
მირზა გელოვანი - ძმათა საფლავთან / mirza gelovani - dzmata saflavtan - 5 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 5 » მირზა გელოვანი - ძმათა საფლავთან / mirza gelovani - dzmata saflavtan


6:10 PM
მირზა გელოვანი - ძმათა საფლავთან / mirza gelovani - dzmata saflavtan


ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი – გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება
1941


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1582 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0