Загрузка...
მირზა გელოვანი - ხევსურული ნანა / mirza gelovani - khevsuruli nana - 5 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 5 » მირზა გელოვანი - ხევსურული ნანა / mirza gelovani - khevsuruli nana


6:11 PM
მირზა გელოვანი - ხევსურული ნანა / mirza gelovani - khevsuruli nana


- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...
1937


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1271 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0