Загрузка...
ვასილ გვეტაძე - თეთრი ხელთათმანები / vasil gvetadze - tetri kheltatmanebi - 5 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 5 » ვასილ გვეტაძე - თეთრი ხელთათმანები / vasil gvetadze - tetri kheltatmanebi


6:16 PM
ვასილ გვეტაძე - თეთრი ხელთათმანები / vasil gvetadze - tetri kheltatmanebi


მოფარფატებენ ეს ფანტელები _
მათაც დაუდგა დღე დანანების...
თითქოს ნათიამ ლამაზ ხელებით
წაიძრო თეთრი ხელთათმანები.
ამ სისათუთეს და მოფერებას
მითხარი ახლა, რა მოიგერებს.
თოვს და თოვაში თრთოლვით ერევა
თეთრი ფიფქი და თეთრი სიბერე.
ასეა, ზრება ნაზი დარები,
რომ დაუბერა ქარმა თავნებად,
და მაინც თბილი და უკარები,
ბოლომდე რჩება ამპარტავნება.
შეხედე, თეთრ და ფართე ფარტენებს
ამ ქარმაც ცივი ხელი დარია.
თეთრად ცისკიდე ამოათენეს...
ძვირფასო, ესეც ხომ სიზმარია!
ეს ქარი რაღად მოიმიზეზეს,
თუ მოაქვს თოვა _ ელვა დანების...
ნათიას ლამაზ, დამზრალ თითებზე,
წააძრეს თეთრი ხელთათმანები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1604 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0