Загрузка...
ნელიკო გოგუაძე - დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს / neliko goguadze - dro, romelic did dumils itevs - 7 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 7 » ნელიკო გოგუაძე - დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს / neliko goguadze - dro, romelic did dumils itevs


11:41 PM
ნელიკო გოგუაძე - დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს / neliko goguadze - dro, romelic did dumils itevs


ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.
ჩვენს შორის იყო დრო,
დრო,
რომელიც დიდ დუმილს იტევდა
და ამ დუმილში იყო
ის არაფერი,
რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.
დროსა და სივრცეში აცდენილი
ნაფეხურები კი
ჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთს
და ფიქრად ქცეულები,
ჩვენი მოგონებების სამყაროში
დასეირნობდნენ.
ზღვის მლაშე გემო
მთრთოლავ ტუჩებზე
ტოვებდა სათქმელს.
და მთვარის ბილიკით
განათებული ზღვა
ზაფხულის ლამაზ და
სიყვარულით სავსე ზღაპარს
უყვებოდა ვარსკვლავებს.
ჰო!
ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
ნატვრად ქცეული
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1172 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0