Загрузка...
ნელიკო გოგუაძე - თამაში / neliko goguadze - tamashi - 7 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 7 » ნელიკო გოგუაძე - თამაში / neliko goguadze - tamashi


11:43 PM
ნელიკო გოგუაძე - თამაში / neliko goguadze - tamashi


ჩვენ ყველა დილა სარკის წინ ვირგებთ როლს
და თამაშს ვიწყებთ,
ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთ
თვალებში.
მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებულები
ვთამაშობთ შვილს
და არ გვინდა უძღები გვიწოდონ,
მეგობარს
და ხშირად თვალს ვარიდებთ -
არც ისე ადვილია,
დას
და ვცდილობთ სიყალბის გარეშე
მისი თვალებით ვუყუროთ სამყაროს,
ვთამაშობთ
ცოლს
და ვგრძნობთ, რომ
დადგენილი თამაშის წესებს ვარღვევთ,
ხშირად არც ვნანობთ -
და ეს
არც ისე ძნელია.
ვთამაშობთ
დედას
და გვინდა თბილ უბეში გამოვაზამთროთ შვილი,
ვთამაშობთ
საყვარელს,
რომელიც არასოდეს გვყოლია,
შეყვარებულს
რომელიც წარსულს დავუტოვეთ,
მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატის
ნიღაბს
და ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის -
არ გაგვაშიშვლონ
რადგან საკუთარი თავის თამაში
ძალიან ძნელია.
ხშირად ვმათხოვრობთ
და ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებით
სიძულვილით შეპყრობილები.
ჰო!
ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნა
და ქუჩის ლაბირინთებში მიმავლები ვცდილობთ
არ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებად
ქცეულ წვიმის გუბეებში,
გვეშინია საკუთარი თავის დანახვის,
რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ.
ცხოვრება - ჩემი რეჟისორია
და არ ვიცი
რომელი როლისათვის დამადგამს გვირგვინს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1214 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0