Загрузка...
ზურაბ გორგილაძე - ახალ წელს / zurab gorgiladze - akhal tsels - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ზურაბ გორგილაძე - ახალ წელს / zurab gorgiladze - akhal tsels


5:17 PM
ზურაბ გორგილაძე - ახალ წელს / zurab gorgiladze - akhal tsels


უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს
სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,
ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ
მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.

უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს,
მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა,
მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას,
მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.

ბრძენსა და გამგებელს, უხვსა და მოწყალეს,
მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა,
მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს,
მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.

ჩვეულ ორნამენტებს, კავებს და კარედებს,
სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას,
ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს,
მის მეკვლე_მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.

დახანჯლულ მხარმკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს,
მის სარაინდოს და საუფლისწულოსა,
კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს,
მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.

მის ყველა კაი ყმას ხარივით მივბღავი,
ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან,
დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს,
მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.

შატბერდთან, ხახულთან, პარხალთან, ტაოსთან,
ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან,
კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიან
იმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.

სულ მაღლა და მაღლა აღანთე ჩოგანი
და კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა,
ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო,
ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1085 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0