Загрузка...
ზურაბ გორგილაძე - ბებერი ძაღლი / zurab gorgiladze - beberi dzaghli - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ზურაბ გორგილაძე - ბებერი ძაღლი / zurab gorgiladze - beberi dzaghli


5:18 PM
ზურაბ გორგილაძე - ბებერი ძაღლი / zurab gorgiladze - beberi dzaghli


სოფელს დაჰღმუის მზე უშობელი.
შენ წევხარ ჩუმად ლაფაროში -
თვალდახუჭული
და ცალი ყურით ქვესკნელებს უსმენ.
მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება,
შენი დაკარგვა,
მე კი...
ვერ შეგელიე, ვერ გაგიმეტე.

ახლა კი ლეკვთა ღავღავ-წკმუტუნს
და მძუანობას,
მე შენი ღრენა მირჩევნია ბალანგაცლილი,
მე შენი ყეფა მირჩევნია ყრუ ხორხიანი.
ახალ ლეკვთათვის -
ძნელად ინდობა ეზო-კარი და სამყოფელი.
ვუწყი -
მათი ნერვები მშიშარაა და შემპარავი...
ხოლო ლიწკვინტა გასლეპილ კუდით,
სულ იფარავენ უკანალს და ბნელში გარბიან.
ხშირად კი ხშირად
უცხო ფეხებთან გორავენ მუდამ.
ხოლო ძუკნები -
გზადაგზა ყრიან წირპლიან ლეკვებს.
ასე მრავლდება მაწანწალა და სალახანა.

მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება, -
შენი დაკარგვა...
მე კი...
ვერ გაგიმეტე ბებერო ძაღლო, ვერ გაგიმეტე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1137 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0