Загрузка...
ზურაბ გორგილაძე - ბორჯომის ბოთლი / zurab gorgiladze - borjomis botli - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ზურაბ გორგილაძე - ბორჯომის ბოთლი / zurab gorgiladze - borjomis botli


5:21 PM
ზურაბ გორგილაძე - ბორჯომის ბოთლი / zurab gorgiladze - borjomis botli


ბათუმში ამ დროს,
ლურჯი სიჩუმით შეზავებულ ხავერდის სეზონს,
ნაზი ბინდების მტევნები ართობს,
და ყავის ბოლში იბლანდება "სალხინოს" ეზო.

ვაი გონიოს კედლის ბურჯებო...
ბიჭნი დალალებს ივარცხნიან გოგონი ქოჩორს,
შამპანურს სვლიპავს, ენამზეობს და იფურთხება,
მამის ნეხვიდან გამომძვრალი ბრჭყვიალა ხოჭო.

"ვაი თქვენს პატრონს" -
ჩუმად ამბობს სომეხი ქალი
და სავსე ფინჯანს ანაწილებს რუსული რიგით,
უმწეო ღლაპიც წირპლიან და ელამი თვალით
ფეხმსუბუქ ცინდალს ფეხისქნევით ახეთქებს იქით -

იქით
მაგიდას დაჰფენია ნოხები ფოთლის
და ჭიქებს შორის დგას ქართული "ბორჯომის" ბოთლი.

მიმოაქვს ნიავს უზრუნველი შრიალი ხეთა,
ორსული კატა ეფერება წვივებს და სკამებს,
პოეტები კი...
პოეტები ღიმილით სხედან
და ყურუმ ყავას ყოყმანით სვამენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0