Загрузка...
ზურაბ გორგილაძე - ბუხართან / zurab gorgiladze - bukhartan - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ზურაბ გორგილაძე - ბუხართან / zurab gorgiladze - bukhartan


5:22 PM
ზურაბ გორგილაძე - ბუხართან / zurab gorgiladze - bukhartan


წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე დაღი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ღმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1587 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0