მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » იოსებ გრიშაშვილი - აშპაშხანისკენ / ioseb grishashvili - ashpashkhanisken
5:36 PM იოსებ გრიშაშვილი - აშპაშხანისკენ / ioseb grishashvili - ashpashkhanisken
აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი, ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.
”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!” მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს... ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა- განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.
მოქეიფენო! ძველმა თბილისმა მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი- მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა, სად არის ძველი ყარაჩოღელი?
გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი, ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს, და მერიქიფე, ლოთი, მურდალი, ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.
გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო: ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული, და ავტირდები, როგორც ეს ღვინო კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1835 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|