Загрузка...
ანრი ფაშურიშვილი - მიყვარხარ / anri fushurishvili - mikvarkhar - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ანრი ფაშურიშვილი - მიყვარხარ / anri fushurishvili - mikvarkhar


5:39 PM
ანრი ფაშურიშვილი - მიყვარხარ / anri fushurishvili - mikvarkhar


1
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.
თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად-
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა
სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას
აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურემი მოჩარდახული
ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.
ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2
აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.
ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.
დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,
ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...
და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.-
ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.იყვარხარ ოღონდ როგორ არ ვიცი
რომ მიმატოვე ძალზედ განვიცდი,
შენი გულისთვის კიდევ დავიცდი
მე გული მტკივა ავად ვარ იცი ?!
ღმერთის წინაშე დავდე მე ფიცი
არ გიღალატებ ვარ შენი გირსი ?
მე ასე მგონია არ გახდი სხვისი
მე მჯერა რომ არ გავტეხე ფიცი,
შენ ელიზა ხარ მე კი დავინჩი
დაგხატავ მაგრამ ხატვა არ ვიცი.
ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1154 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0