Загрузка...
დავით სულთანიშვილი - მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული / davit sultanishvili - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » დავით სულთანიშვილი - მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული / davit sultanishvili


5:42 PM
დავით სულთანიშვილი - მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული / davit sultanishvili


გოგოვ!ისე შემომიჩნდი როგორც ოქროს ლომბარდი,
ადრე მხოლოდ გულში მყავდი ახლა სულშიც მომრავლდი,
ეგ ღიმილი თავ-გზას მიბნევს მაბნევს როგორც მირაჟი,
შენით ვნახე სიყვარული დიდზე-დიდიტირაჟი,
მე ყველაზე ძალიან შენი მწვანე მახარებს,
როცა ონლაინზე ხარ მაუს ვერ ვწევ სხვა მხარეს,
იმდღეს რაღაც გეწყინა დამიკიდე ყურმილი,
მას მერე დრო გავიდა მაგრამ კვლავაც დუმილი,
სად ხარ ნეტავ ვიცოდე გულს მიკლავენ ეჭვები,
შენი ისეთი ტკბილი ხარ ალბათ შემომეჭმევი,
ვახ მე ჩემს თავს უბედურს როგორ მიჭირს გაძლება,
მაგ ტუჩებით ვშიშობ რომ სულ სხვა ვინმე გაძღება,
თუკი არ გენატრები და სხვისი ხარ საბედო
ჩემი დედას ვფიცავარ მართლა მაგრად გამედო,
ამირიე ფიქრები კაცი ვგავარ ლამანჩელს,
ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ და ვეღარ ვხედავ დანარჩენს,
თუ ლექსები არ მოგწონს შენ ოღონდაც მითხარი
უფრო მაგრებს დავწერ და მე ხომ ადრეც გითხარი!
ერთ დროს მარტინ იდენსაც უწუნებდნენ პოემებს,
მაგრამ კარგო იცოდე ჩვენი გზა გვაქვს პოეტებს,
ისეთს ვტოვებთ ნაკვალევს სიკვდილიც ვერ გვერევა
ჩემს დაჯღაბნილ სტროფებშიც რაღაც გამოერევა
ისეთი რაც დარჩება როცა აღარ ვიქნები
ოქრო-ვერცხლი რათ მინდა სიმდიდრედ მაქვს რითმები
ხოდა მოდი გამოდი სამუდამოდ შევრიგდეთ
მინდა ისტორიაში, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ
და თუ ახლაც არ მოხვალ მაშინ შენზე ახია
პირველი ხარ გახსოვდეს ვინც გრძნობები დახია
ერთს გეტყვი რომ ინანებ,მერე როცა დრო გავა
დაინახავ,რომ წლებმა ხალხი უცბათ მოგავა,
დაგრჩებიან გარშემო ღიპიანი ტიპები,
ვისაც ბევრი ფული აქვთ და მამიკოს ჯიპები
აი მერე დაჯექი მაგ ჯიპში და მოხიე,
ოღონდ აღარ გაგიტყდეს ხელი თუ სხვას მოვხვიე
ეს სამყარო ჭრელია მძულს მე თავის ფასება
ვისაც არ ვევასები არც მე არ მევასება
ახლა მორჩა,წავედი შენ გიტოვებ არჩევანს
ოღონდ სადაქალოში ნუ დაიწყებ გარჩევას
შენი გქონდეს აზრი და შენით მოდი ჩემამდე
არც თუ დიდი დრო დარჩა გრძნობის გადარჩენამდე
მეტი რაღა დავწერო ანდა როგორ შეგაბა
მსურდა რომ შენს გარდერობს ჩემთან გადმოებარგა,
თუმცა შენ რას გაგიგებს სდუმს ფროიდის კრებული
მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2141 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0