მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ნიკო გომელაური - როცა პირველად შენი თვალები / niko gomelauri - roca pirvelad sheni tvalebi
5:47 PM ნიკო გომელაური - როცა პირველად შენი თვალები / niko gomelauri - roca pirvelad sheni tvalebi
როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვერდით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება, შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება? რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე როცა წახვედი ლამის ვიტირე. ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები… როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები… მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები… მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები… მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2775 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|