Загрузка...
ტერენტი გრანელი - ცისფერი სიშორე / terenti graneli - cisferi sishore - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ცისფერი სიშორე / terenti graneli - cisferi sishore


6:30 PM
ტერენტი გრანელი - ცისფერი სიშორე / terenti graneli - cisferi sishore


მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა - შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.

ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია,
თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური.
ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია
და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური.

მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის,
ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი.
მე ისევ მენატრება სურნელება მაისის
და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი.

ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები,
(ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე).
დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები,
სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე.

სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან,
წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი.
ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია,
საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი.

ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები,
ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია.
მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია.

მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია.
ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი,
დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია.

მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა,
ღამე მომიახლოვდა - შავი და საშინელი.
სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან
და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1112 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0