Загрузка...
ტერენტი გრანელი - ძვირფას ქალს / terenti graneli - dzirfas qals - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ძვირფას ქალს / terenti graneli - dzirfas qals


6:35 PM
ტერენტი გრანელი - ძვირფას ქალს / terenti graneli - dzirfas qals


გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე,
ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი.
კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი
და შენ სახეზე ნელა მიმზერდი.

და თითქოს ბედი მიჰქონდა თვალებს
და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი.
ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე!
და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი.

ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა
ეს ცა მაღალი და ასე მუქი.
ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა
შენი თვალების ცისფერი შუქი.

დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი,
და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი.
მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი,
მე შენ დამტოვე და გაიქეცი.

გარშემო იდგა თბილი ჰაერი,
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0