Загрузка...
ტერენტი გრანელი - ძვირფას მეგობარს / terenti graneli - dzirfas megobars - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ძვირფას მეგობარს / terenti graneli - dzirfas megobars


6:37 PM
ტერენტი გრანელი - ძვირფას მეგობარს / terenti graneli - dzirfas megobars


ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.

თითქოს ქვეყანა შენ გაბარია
და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს.
სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია,
სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.

ისევ ეყრდნობი ძვირფას იარებს
და მწუხარება შენთან ხშირია.
და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე,
რომ ბერი სხვაზე უფრო გმირია.

უცებ ვეწვიეთ ნაცნობ რესტორანს
და შენ წარმოსთქვი: ხვალაც აქ მოვალ.
მე გავიღიმე და მომეწონა,
რომ ამართლებდი შენს უსაქმობას.

ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1340 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0