Загрузка...
ტერენტი გრანელი - ღამე ოთახში / terenti graneli - ghame otakhshi - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ღამე ოთახში / terenti graneli - ghame otakhshi


6:43 PM
ტერენტი გრანელი - ღამე ოთახში / terenti graneli - ghame otakhshi


გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.

ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავით მოჩანს კამოდიც.
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.

ქარმა ფანჯარას ფრთები მოარტყა,
ეს მოლანდება მაინც რა იყოი
თითქოს ვიღაცა კარებს მოადგა
და თითქოს უცებ კარი გაიღო.

ღამეა, თანაც ასეთი ლანდი,
წვიმის ხმაური გაისმის კიდევ.
თითქოს ოთახში ვიღაცა დადის,
მგონია ვიღაც ხელებს მომკიდებს.

ღმერთო! ნუ შემშლი, ძალა მომეცი,
ღმერთო! მე უკვე გავცილდი საზღვარს;
ვიღაც უცნობის ოხვრა მომესმის
და წვიმის წვეთი ეცემა სადღაც.

გამომეღვიძა, ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა, ფიქრი გროვდება.
და შიშმა ისევ ამაკანკალა,
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1663 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0