მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ღამე გლეხთა სახლში / terenti graneli - ghame glekhtan sakhlshi
6:46 PM ტერენტი გრანელი - ღამე გლეხთა სახლში / terenti graneli - ghame glekhtan sakhlshi
არ მეძინება, ღამე გრძელია, გარეთ ისევ წვიმს, მე ძირს ჩაველი. ალბათ ეს გლეხი იმერელია, ალბათ ეს გლეხი არის ფშაველი.
ქარი ყოველთვის ფოთოლს ეხება, რა ვქნა, მე გრიგალს ვერ გავუძელი. უცებ შეაღეს კარი გლეხებმა და მოიტანეს პური, ყურძენი.
მე შეკითხვაზე გლეხს პასუხს ვაძლევ, თანამედროვე საკითხს ვეხები. ვუსმენ ვენახზე და მოსავალზე რომ საუბრობენ სოფლის გლეხები.
და ირგვლივ შავი სივრცეა ქვეყნის, შორს გაიარეს ცაზე ღრუბლებმა. ღამეა, ვწევარ და სოფლის გლეხი უბრალო ენით მესაუბრება.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1176 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|