Загрузка...
ტერენტი გრანელი - ფიროსმანიშვილს / terenti graneli - firosmanishvils - 8 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 8 » ტერენტი გრანელი - ფიროსმანიშვილს / terenti graneli - firosmanishvils


6:47 PM
ტერენტი გრანელი - ფიროსმანიშვილს / terenti graneli - firosmanishvils


შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი, მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე,
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა,
საშინელებამ უცნაურათ დაგასამარა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1494 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0