Загрузка...
გიორგი ზანგური - ლექსი არაფრის დიდებით / giorgi zanguri - leqsi arafris didebit - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - ლექსი არაფრის დიდებით / giorgi zanguri - leqsi arafris didebit


10:15 PM
გიორგი ზანგური - ლექსი არაფრის დიდებით / giorgi zanguri - leqsi arafris didebit


ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,
ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!
სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.

მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო
და ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.
2005 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1395 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0