Загрузка...
გიორგი ზანგური - სიჩუმე ხმაურით / giorgi zanguri - sichume khmaurit - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გიორგი ზანგური - სიჩუმე ხმაურით / giorgi zanguri - sichume khmaurit


10:17 PM
გიორგი ზანგური - სიჩუმე ხმაურით / giorgi zanguri - sichume khmaurit


ერთხელ აღებულ აკორდებს
სული სხეულში აკორდებს,
როგორც შეჩვეულ ნარკოტიკს,
ისე ვექცევი ბწკარს.
მთვარეს ღამეში აბოდებს
და ვარსკვლავების ნაფოტებს
აყრის გაჩეხილ წალკოტის
გარდაცვალების წამს.
დგას მოწყენილი მეტივე,
ტბის სევდიანი მოტივით
და საუკუნო ლოდინით
უცდის შორეთის მგზავრს.
ვეღარ გაუძლო მეტი ვერ
და შეწყვეტილი ნოტივით,
მიწაზე გამხმარ ტოტივით
დამსგავსებია ბზარს.
დაანგელოზდნენ ვარდები,
მკვდარი პეპლების ვარდნებით
და მოწითალო ღვარი სდის
ბროწეულებში ქარს.
ცა ფიფქებშენავარდები,
შავბნელი ღრუბლის ლანდებით
ტკივილს ინახავს ხვალისთვის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0