Загрузка...
თემურ ელიავა - მაესტრო / temur eliava - maestro - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » თემურ ელიავა - მაესტრო / temur eliava - maestro


10:18 PM
თემურ ელიავა - მაესტრო / temur eliava - maestro


უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს, მაესტროს ფიქრები ყელში მაქვს გაჩრილი
მინდა რომ სიბილწემ აზრები არიოს, შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...
მიწიდან გამტვერილს სიზმარი ამათრევს, რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ, ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს...
ინდიელს შამანის პაროდისტს მოვგავდი,ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი, სიცილს რომ მიჩერებს ყოველ წუთს ყოველ წამს
კბილებით ვიკავებ ძუნწ სიტყვებს ვერევი, რაიკინის ნაცვალად ვკითხულობ ყანწელებს...
რა ვქნა თუ დააწყდა რეჟისორს ნერვები, კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს
ნერვები მოშლილი ვის ააქვს? არავის, უბრალოდ ვერ ვიტან ვერლიბრის ავტორებს
უღრანში ვიპოვე სისოცკის კარავი, უსაზღვრო ბოღმაში წამითაც არ მტოვებს...
- გამხდარი მაესტრო სცენაზე ავარადა, თეატრის კოლონებს მიჯნაზე დაამხობს
- მაესტრო დამშვიდდით სპეკტაკლი ჩავარდა... - მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2760 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0