Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - ლეგენდა / shota nishnianidze - legenda - 9 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » შოთა ნიშნიანიძე - ლეგენდა / shota nishnianidze - legenda


10:19 PM
შოთა ნიშნიანიძე - ლეგენდა / shota nishnianidze - legenda


სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად

და უთუოდ -

საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3587 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0