მთავარი » 2014 » სექტემბერი » 9 » გალაკტიონ ტაბიძე - შენ არ გინახავს კაცის ღიმილი / galaktion tabidze - shen ar ginakhavs kacis ghimili
10:24 PM გალაკტიონ ტაბიძე - შენ არ გინახავს კაცის ღიმილი / galaktion tabidze - shen ar ginakhavs kacis ghimili
შენ არ გინახავს კაცის ღიმილი შურმა და მტრობამ ისე მიგინდო, შენი ცხოვრება და სიმძიმილი არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.
შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი, რომელიც კვდება, ცივი, ბებერი.... მისთვის არ არის ამ ქვეყნად სახლი, არც კარებია შესაღებელი.
შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი, ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის... სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი, განუყოფელად მიდის... მარადის....
შენი ცხოვრება ვით შემოდგომა, არასდროს აღარ დაიზამთრება... აცივდა და შენს გარშემო დგომა ეხლა არავის არ ენატრება...
შენი ცხოვრება ღონემიხდილი, არის ტალახი! ბოსელი! ქართა! რისთვის გაშინებს მითხარ სიკვდილი? თუ არვინ მოვა სიკვდილის გარადა....
ვიცი თუ როგორ გადიხარხარებს, როცა გაიგებს სიკვდილის ხველას. შენი სიცოცხლე არვის ახარებს, შენი სიკვდილი ახარებს ყველას...
ეს აზრი უნდა გავიგოთ ასე: რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას, და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს - წერტილს ტყვიისას... რას? თვითმკვლელობას.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1877 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|