Загрузка...
გოგა ტრაპაიძე - შეშლილი ლექსი / goga trapaidze - sheshlili leqsi - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » გოგა ტრაპაიძე - შეშლილი ლექსი / goga trapaidze - sheshlili leqsi


2:18 PM
გოგა ტრაპაიძე - შეშლილი ლექსი / goga trapaidze - sheshlili leqsi


პირველად ნაგრძნობი ბავშვური ფიქრივით,
ზეცა გულუბრყვილოდ წვეთებად ტიროდა,
ასი წლის მოხუცის ბავშვური ტკივილით,
ვიღაცა ბედშავი შენს სახელს ყვიროდა...

ვცოფდები, სიბრაზე დუელში მამარცხებს,
შენს სახელს რად ყვირის? ვინ არის? რა უნდა?
დამიპყრო ველურის ბუნებამ როდესაც,
სიბრაზის ნასროლი დამბაჩა დადუმდა...

სურათი ვიხილე ისე საოცარი,
გარდაცვლილ სხეულზე რომ გვიკვის უსუდრობა,
შენგან ნატანჯი სული გამპარვია,
ეხლაღა შევატყე სხეულს უსულობა...

გავხდები ბოროტი, ეშმაზე უმეტი,
ვერაგი, უსულო, ურწმუნო დობილი,
გავხდები ფიქრები, პედოფილ ჰუმბერტის,
უმანკო ბიწიერ აღგზნებად ხმობილი...

ბაირონს გავაძრობ პოეტის სუდარას,
და კავკასიონს მთის რიგებს მოვპარავ,
ყურს არ დავუგდებ ეშმაკის მუდარას,
იმ მთების რიგებით შენს სახელს მოვქარგავ...

ოსვალდის სახელით მკვლელობას ჩავიდენ,
ჩეპმენის ნაგანით დავმარხავ გენიას,
ეშმაკის მუდარას მე აღარ გავიგებ,
დავაშრობ ტკივილებს და კალამს მელნიანს...

სიგიჟის ქნარები უკრავენ მელექსეს,
მიწელებს გვაშინებს ახლობა მნათესი,
მიუშვით სოკრატე - მიახრჩოს მელეტე,
აცადეთ პუშკინებს განგმირონ დანტესი...

გავხდები ბოროტი, ეშმაზე უმეტი,
რომ გალაკტიონს ზეცაში შევძახო,
ჩამიწყეთ რიგებად ტყვიები, ცამეტი
მინდა რომ ცამეტჯერ თვითმკვლელად შემრაცხონ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1226 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0