Загрузка...
ლევან ფანჩვიძე - მე დამესიზმრა / levan fanchvidze - me damesizmra - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » ლევან ფანჩვიძე - მე დამესიზმრა / levan fanchvidze - me damesizmra


5:45 PM
ლევან ფანჩვიძე - მე დამესიზმრა / levan fanchvidze - me damesizmra


წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.
როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ?
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.
ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურდი ნატვრის ყურემდი,
მე დამესიზმრა _ ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.
დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა _ ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას
ჩემსას ვცდილობდი.
ვერ გამოვიცან სოფლის იგავი
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,
მე დამესიზმრა _ ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.
რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი,
მოქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიზმრა _ ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.
იორის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა _ ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.
ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო, _
მომეცი თაფლი, უნდა წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1847 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 givi  
0 Spam
gadasarevia sulit xorcamde

1 beso gurjia  
0 Spam
არც მიგნებული, ძველთაძველი პალიმფესტია
და არც სიტყვები განირჩევა სტილით გროტესკის,
ლექსი კი არა, ეროვნული მანიფესტია!
განაწამები ივერიის სულის პროტესტი.

ბესიკ ზაალიშვილი

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0