Загрузка...
ლევან ფანჩვიძე - რუსთველური სიყვარული / levan fanchvidze - rustveluri sikvaruli - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » ლევან ფანჩვიძე - რუსთველური სიყვარული / levan fanchvidze - rustveluri sikvaruli


5:46 PM
ლევან ფანჩვიძე - რუსთველური სიყვარული / levan fanchvidze - rustveluri sikvaruli


რა ძლიერ შევცოდე, არ უნდა გამეშვი
მე ვგავდი ავთანდილს,
ცრემლებით ვიმღერე,
მწირივით დავდივარ ყორნისფერ ღამეში
და უკან ყვავივით მომჩხავის სიბერე.
ძელქვებმა წუხილის ტოტები დახარეს,
თინათინ! გეძახი მე შენი მელექსე,
ცხრა კუბო წაიღეს მხედრებმა
ცხრა მხარეს,
ამაოდ გეძებდი ტანძიის ველებზე.
მზე მთების უბეში ხელივით შეცურდა,
ფიქრებმა მატირეს,
დამნაცრეს, დამღალეს,
მეც უნდა დავტოვო, წავიდე მეც უნდა,
მეც უნდა დავკარგო სამარე ცხრა მხარეს.
რომ მეტად ვერავინ ვერასდროს იხილოს
თუ როგორ ვასველებ
ცრემლებით ქვიტკირებს,
მოწყვიტავს ქართველი
მინდორში ღიღილოს,
თინათინ!
ქართველი ჩვენს გამო იტირებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1714 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0