Загрузка...
ირაკლი ფაღავა - მარიამს / irakli paghava - mariams - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » ირაკლი ფაღავა - მარიამს / irakli paghava - mariams


5:49 PM
ირაკლი ფაღავა - მარიამს / irakli paghava - mariams


თოვს უნაზესი დარად ბავშვობის
და ფიფქთა ფარდის არის რიდობა.
სახურავებზე თოვლის გაშრობის
საფრთხე იწყება. ქრება მშვიდობა!
სტროფებს ფურცელზე სისხლად გიფშვნიდი,
რაც მე იდუმალ განცდებს მიმატებს.
გაუთავებლად ბარდნის სიმშვიდით
და ჩემს მორევში ფიქრი მიმათრევს.
მოდის ეს გრძნობა ცივი, ფარული,
ავადმყოფურად ჩემსკენ ნასხლეტი.
მაგრამ არ ქრება ეს სიყვარული,
როგორც ადრეულ გრძნობის ნაფლეთი;
არ ქრება სევდა სიჩუმალეთში...
ვრჩები უცვლელი, მუდამ ვარ ესე.
ზეცაზე მთვარის მოსჩანს ნახლეჩი
და ფიფქთა ნოხი სახურავებზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3268 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: leksebi, leqsi, leksi, poeti, leqsebi, პოეტი, პოეზია, ლექსები, ლექსი, poezia | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0