Загрузка...
ირაკლი ფაღავა - შემოდგომაა მარიამის / irakli paghava - shemodgomaa mariamis - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » ირაკლი ფაღავა - შემოდგომაა მარიამის / irakli paghava - shemodgomaa mariamis


5:51 PM
ირაკლი ფაღავა - შემოდგომაა მარიამის / irakli paghava - shemodgomaa mariamis


შენ დღეს მიჰყვები იდუმალ მთვარის
ღრუბლებში წოლას, ვნებიან ლივლივს.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის,
რომელიც მოდის და ასე გივლის.
სხვა ჩემნაირი აღარსად არის
სტროფებს რომ კრეფს და
გიფანტავს კარად;
ვით პოეზია შეშლილი ქარის,
ვით უკვდავება მარად და მარად.
ზამბახით მორთულ პატარა გვირგვინს
თავზე დაგადგამ, გიკოცნი ტუჩებს.
შენ გაწითლდები, როდესაც ირგვლივ
თვალს მოკრავ ხალხით გაჭედილ ქუჩებს.
გაბრუებული სასმელით, შფოთით
მოვივლი ქვეყნის კუთხეებს ფრენით.
ჩემზე იტყვიან: შეხედეთ, ლოთი!
გადმომხედავენ ზიზღით და ღრენით.
მაგრამ მე მოვალ შენს აივანთან
და გკითხავ: ხომ არ დამაგვიანდა?
ვიყვირებ მარად პოეტის ენით:
ეს შემოდგომა შენია, შენი!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1555 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0