Загрузка...
თემურ ფირცხალაიშვილი - აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი? / temur firckhalaishvili - aghar geshveba mkacri zamtari? - 15 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 15 » თემურ ფირცხალაიშვილი - აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი? / temur firckhalaishvili - aghar geshveba mkacri zamtari?


7:28 PM
თემურ ფირცხალაიშვილი - აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი? / temur firckhalaishvili - aghar geshveba mkacri zamtari?


აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი?
თვეა თებერვლის, რიცხვი ათია..
ცმული ჯვარზეა კაცი მართალი,
დღეს კარგად ყოფნა იშვიათია!
შევწუხებულვარ კიდევ სხვა რამით
(თოვლი ნელნელა დნება ტოტებზე):
ისე დამძიმდა გული ვარამით,
კარგად ვიქნები ნუთუ ოდესმე?!
* * * გულში მაინც ტკივილია რამხელა
გულში მაინც ტკივილია რამხელა,
ერთხელ ცემიც შეისმინე ღაღადი!
მომეშველე, თორემ ბედმა გამთელა,
როგორც ლეკმა დიდოელმა, ნაბადი
გულმოკლულმა ნებით დავთმე შიმშერი,
ბედიღბალმა მშვიდად ყოფნა მარგუნა...
უკვე მართლა ვერარაფრით მიშველი,
სიტყვა მაინც მომაფინე სალბუნად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1125 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0